როგორ აღნიშნა თბილისმა ნოვრუზი

2024-03-21

ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი ქვეყნის - აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და თურქეთის საელჩოებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სტუმრებს ეროვნული კერძებით გაუმასპინძლდნენ და ტრადიციული კოცონი დაანთეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო.  დღესასწაული ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა: „ნოვრუზ ბაირამი მშვიდობის, სიკეთის, იმედის და განახლების დღესასწაულია. ამ დღეს უკვე მრავალი საუკუნეა აღნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი. თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, ვუსურვებ ბარაქას და დღეგრძელობას, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრებას",  -   განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თურქმენეთის ელჩმა დოვლეთმირატ სეიტმამედოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნოვრუზი, როგორც აღორძინების, აყვავების და განახლების სიმბოლო, აერთიანებს ხალხებს და ხელს უწყობს ნდობის ურთიერთობების განვითარებას. მისი თქმით, ღონისძიება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნებსა და ხალხებს შორის კულტურული კავშირების, მეგობრობისა და ურთიერთგაგების გასაძლიერებლად“. 

Photo: GeorgiaPress

ბოლოს დამატებული სტატიები

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ბათუმში თურქმენეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

გამოფენა „ერვანდ ქოჩარი: მრავალგანზომილებიანი გენიოსი“ თბილისში

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.