ალანიაში KGK-ის მე-6 გლობალური მედია შეხვედრა დაიწყო
2026-11-08
ალანიაში მასშტაბურ შრხვედრაზე 350 ჟურნალისტი მსოფლიოს ათონით ქვეყნიდან შეიკრიბა.
KGK-ის გლობალურ შეხვედრაზე განიხილეს მედიის მომავალი, ციფრული დეზინფორმაცია და ეთიკური სტანდარტები, ასევე ჟურნალისტების სამუშაო პროცესში არსებული გამოწვევებისა და ინდუსტრიაში არსებული სირთულეების ვრცელი კვლევის შედეგები.
ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს (KGK) მედიის მე-6 გლობალური შეხვედრა მოიცავს ადგილობრივი მედიის, ეროვნული მედიის, უცხოური მედიის და ციფრული მედიის ასამბლეების შეხვედრებს, სადაც ყოვლისმომცველი შეფასება მოხდა თურქული მედიის ეკონომიკური, პროფესიული, სამართლებრივი, ტექნოლოგიური და ეთიკური პრობლემების შესახებ. GeorgiaPress“-ის დირექტორი და „Argumenty i Fakty-Tbilisi“-ის რედაქტორი მირანდა ოგანეზოვა ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს.