ბელორუსიის დამოუკიდებლობის დღე თბილისში

2024-07-05

თბილისში  ბელორუსიის დამოუკიდებლობის დღე და ასევე ქვეყნის ნაცისტური დამპყრობლებისგან განთავისუფლების 80 წლისთავი იუბილე მასშტაბურად აღნიშნეს.-საქართველო-ბელორუსის თანამშრომლობისთვის ეს წელი განსაკუთრებულია. ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ღონისძიებას დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სამთავრობო უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე საელჩოს მეგობრები და პარტნიორები ესწრებოდნენ.

 ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი:

-ბელორუსის დამოუკიდებლობის დღე, რომელიც აღინიშნება 3 ივლისს, არის ჩვენი ქვეყნის ნაცისტური დამპყრობლებისგან განთავისუფლების დღე. ეს გადაწყვეტილება 1996 წლის 24 ნოემბერს რესპუბლიკუ რეფერენდუმზე მიიღეს. და წელს ჩვენ აღვნიშნავთ იუბილეს - ბელორუსის რესპუბლიკის ნაცისტური დამპყრობლებისგან განთავისუფლების 80 წლისთავს.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება ბელორუსი ხალხის დიდი დანაკარგების ფასად იქნა მიღწეული. ბელორუსის მიწაზე განისვენებს მილიონობით ადამიანის ნეშტი, რომლებიც არა მხოლოდ ბრძოლის ველებზე დაიღუპნენ, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობა რომლებიც ცივსისხლიანად მოკლულები არიან გენოციდის დროს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბელორუსმა დაკარგა მოსახლეობის ყოველი მესამე მაცხოვრებელი, 3 მილიონზე მეტი ადამიანი. ბელორუსიის ტერიტორიაზე იყო საბჭოთა სამხედრო ტყვეების დაახლოებით 250 ბანაკი და მოსახლეობის იძულებითი დაკავების 350 ადგილი. 200-ზე მეტმა დასახლებამ გაიზიარა ხატინის ტრაგიკული ბედი (ისინი მთლიანად განადგურდა მოსახლეობასთან ერთად და ომის შემდეგ არ აღორძინებულა).

ჩვენი ბაბუები და მამები, როგორც ერთი, ადგნენ სამშობლოს დასაცავად. წითელ არმიაში 1,300 მილიონი ჩვენი თანამემამულე იბრძოდა.

ბელორუსის პარტიზანულ მოძრაობას და იატაკქვეშ ორგანიზაციების საქმიანობას მსოფლიო ისტორიაში თანაბარი არ ყავთ, მტრის ხაზების მიღმა შეიარაღებული წინააღმდეგობის მასშტაბის თვალსაზრისით.

საერთო ჯამში, ბელორუსის მიწაზე ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე 400 ათასზე მეტი პარტიზანი და იატაკქვეშ  მებრძოლი იყო. ჩვენი „პარტიზანული რესპუბლიკა“ ოკუპანტების მიერ დაუპყრობელი დარჩა.

ბელორუსის სსრ-ის წვლილი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აღიარებულია მსოფლიო საზოგადოების მიერ. 1945 წელს ბელორუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი და  გაეროს წევრი ქვეყანა.

ბელორუსის განთავისუფლებაში არაერთმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო 14 ათასამდე ქართველი, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ბელორუსის ტერიტორიაზე გაწეული ღვაწლისთვის საქართველოს 9 წარმომადგენელს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

ბრესტის ციხის დაცვაში ასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ბრესტის გმირთა ციხის მემორიალური კომპლექსის ფილებზე უკვდავია ქართველი გმირების სახელები.

ნიჭიერი ქართველი პოეტი მ.გელოვანი დაკრძალულია ვიტებსკის მახლობლად მდებარე მასობრივ საფლავში, რომელიც დიდი სამამულო ომის დროს ბელორუსის განთავისუფლებისათვის დაღუპა.   

მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა ამ გმირული და თავგანწირული ხალხის მიმართ და დაგარწმუნოთ, რომ მათი ღვაწლის ხსოვნა ყოველთვის ცოცხლობს ბელორუსი ხალხის გულში.

ბელორუსია ყოველთვის აფასებდა და აფასებს ისტორიით, რთული განსაცდელებითა და საერთო გამარჯვებებით დადასტურებულ მეგობრებს.

ბელორუსი-ქართული თანამშრომლობისთვის ეს წელი განსაკუთრებულია. ჩვენი ქვეყნები აღნიშნავენ საიუბილეო თარიღს - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

ამ წლების განმავლობაში ბელორუსიასა და საქართველოს შორის დიალოგს არ დაუკარგავს ერთმანეთის მიმართ მაღალი პატივისცემის, გაგებისა და ნდობის ხარისხი: ბელორუსულ- ქართული ურთიერთქმედება ყველა სფეროში კონსტრუქციულად ხასიათდება.

ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ და გავაძლიეროთ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი  განვითარება პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ყოველთვის ვერ ვაღწევთ სასურველ შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახელმწიფო თავის განსაკუთრებულ გზას მიჰყვება, აქვს საკუთარი პრიორიტეტები და პერსპექტივები, სირთულეები და პრობლემები, ბელორუსიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა განაგრძობს განვითარებას.

სიმბოლურია, რომ წელს, თელავში საპატიო კონსულის ოფისი გავხსენით კახეთშიადმინისტრაციულ ოლქში.

საპატიო კონსულის მთავარი ამოცანა, გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, არის ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში.

მაგრამ ჯერ კიდევ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამდე ბელორუსები და ქართველები უკვე განუყოფლად იყვნენ დაკავშირებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხანგრძლივი კავშირებით. ჩვენი ქვეყნების ისტორიამ იცის რთული მომენტები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვეხმარებოდით ერთმანეთს რთულ დროს.

სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ ბელორუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის ტენდენცია მუდმივად იზრდება. 2023 წლის შედეგების მიხედვით ჩვენმა სავაჭრო ბრუნვამ, საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის ჩათვლით, 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი ბელორუსიასა და საქართველოს შორის ბოლო წლების სავაჭრო ურთიერთობებში რეკორდულია. წლევანდელი სტატისტიკა ასევე აჩვენებს ორმხრივ ვაჭრობის ზრდას, იზრდება როგორც ექსპორტი ბელორუსიდან საქართველოში, ასევე საქართველოდან ბელორუსის რესპუბლიკაში.

ბელორუსიაში ტრადიციულად დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული მინერალური წყლები და ღვინოები, ბოსტნეული და ხილი, თხილი. თავის მხრივ, ბელორუსული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სატვირთო მანქანები, ფარმაცევტული პროდუქტები და ავეჯი საკმაოდ დიდი ხანია ფართოდ არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. ბელორუსული საკვები პროდუქტები იკავებს მათ ძლიერ ნიშას. თბილისში იზრდება ბრენდირებული სასურსათო მაღაზიების ქსელი ბელორუსის საქონლით, რაც ადასტურებს მათ მოთხოვნას ქართველ ომხმარებლებში.  ბელორუსიაში კი უაღრესად პოპულარული ხდება ქართული რესტორნები, სადაც ბელორუსის მაცხოვრებლები და უამრავი სტუმარი სიამოვნებით ეცნობიან ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებას.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბელორუსულ-ქართული ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებას, ჩვენი ხალხების ფართო გაცნობას ბელორუსისა და საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ადამიანური კონტაქტები არის ეგრეთ წოდებული სახალხო დიპლომატია, რომელიც ქმნის ჩვენს ხალხს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების ხიდს.

ბელორუსების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელორუსიაში დიდი სიყვარულითა და სითბოთი ექცევიან საქართველოს, პატივს სცემენ ქართულ ტრადიციებს და სიამოვნებით ეცნობიან ქართულ კულტურას, ისტორიას, ეროვნულ სამზარეულოს.

ამას დიდწილად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა და ყოველდღიური პირდაპირი ფრენების არსებობა მინსკსა და თბილისს, ბათუმს და ქუთაისს შორის.

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ ბელორუსისა და საქართველოს ნამდვილად გულწრფელი და ნამდვილი მეგობრები, რომლებმაც უკვე ბევრი გააკეთეს  და განაგრძობენ ბელორუსულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებას. თქვენი ინიციატივის, დახმარების, გაგებისა და მხარდაჭერის წყალობით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ვითარდება და ღრმავდება.

დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ ბელორუსია და საქართველო დროთა და ისტორიით დადასტურებული  სანდო მეგობრები არიან, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ უდავოდ შევძლებთ განვაახლოთ სრულფასოვანი ურთიერთქმედება ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

ნება მომეცით გულწრფელად ვუსურვო ჩვენს  ბელორუსის და საქართველოს ხალხებს მშვიდობა, სიმშვიდე, სიკეთე და კეთილდღეობა!

          დღევანდელი საზეიმო ღონისძიებიდან  გამომდინარე და ბელორუსის ხალხის დიდი მადლიერების ნიშნად, ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს გრეგორის ძეს მიერ მინიჭებული მაგვს დიდი პატივი, რომ გადავცე საიუბილეო მედლები და სამკუთხედი წერილები სამამულო ომის ვეტერანებს და მათ ნათესავებს, რომლებიც დღეს იმყოფებიან დღევანდელ ღონისძიებაზე:

შმუნიაკ ლუიზა კონსტანტინის ასული - ევაკუაციის საავადმყოფოს სამედიცინო ინსტრუქტორ;

მე მინდოდა აქ დამეპატიჟებინა მათი ნათესავები, ვინც ობიექტური მიზეზების გამო აქ ვერ მოვიდა. გთხოვთ, გადასცეთ ეს მედლები და წერილები თქვენს ახლობლებს:

ალექსანდრე კირდიკოვის გეორგის ძეს  ქალიშვილი  (ნორა),

ვასილ ლეონიძალექსანდრეს ძეს ვაჟი (ალექსანდრე ვასილის ძე), რომელიც  წელს გარდაიცვალა.

ბოლოს დამატებული სტატიები

მახთუმყული ფრაგის ლექსების კრებულის პრეზენტაცია

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეს მიაღწია

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.