თბილისში დიდი წარმატებით თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2025-11-21

თურქმენეთის საელჩომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით, სამეცნიერო კონფერენცია გამართა

 რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქმენეთის დელეგაცია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, ასევე მასმედიის წარმომადგენლები.

კონფერენციას სიტყვით მიმართეს თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა დ. სეითმამედოვმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ბატონმა რ. მეტრეველმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა ი. ქურდაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსების დეპარტამენტის ლექტორმა ქალბატონმა ო. ალიევამ, ფიზიკურ-მათემატიკური მეცნიერებების კანდიდატმა ბატონმა პ. მამრაძემ, აკადემიის აკადემიკოსმა-მდივანმა ბატონმა ვ. პაპავამ, პროფესორმა, საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა ბატონმა ბ. ნაჭყებიამ, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ ქალბატონმა მ. გონაშვილმა. 

 თავის გამოსვლაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა რ. მეტრეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოზიტიური ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულად გატარებით, საერთაშორისო საზოგადოების ფართო მხარდაჭერით, თურქმენეთი კონკრეტულ წვლილს შეაქვს კონსტრუქციული საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაში საყოველთაო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მხარდასაჭერად. 

 მომხსენებლებმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ინიციატივების და თურქმენეთის აქტიური და მრავალმხრივი ძალისხმევის მნიშვნელობას, რათა მან საერთაშორისო საზოგადოების სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი სამშვიდობო და კონსტრუქციული პოტენციალი. განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ რეზოლუციის ერთხმად მიღება, მესამედ, - რომელიც ინიცირებულია თურქმენეთის მიერ და მხარდაჭერილია საერთაშორისო საზოგადოების მიერ - კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს პოზიტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკის წარმატებულ განხორციელებას და თურქმენეთის საერთაშორისო ავტორიტეის სტაბილურ განმტკიცებას. კონფერენციის დროს ასევე ხაზგასმული იყო, რომ თურქმენეთ-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მიმართულება რჩება თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროებში. კულტურული ინიციატივების მხარდაჭერა, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჰუმანიტარული კავშირების განმტკიცება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნდობის აღდგენას და ორ ქვეყანას შორის მდგრადი დიალოგის ხელშეწყობას. 

 ღონისძიება დასრულდა თურქმენი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტით და დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნებისა და ფერწერის ნამუშევრების გამოფენით, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, გაეცნოთ თურქმენეთის კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას.

ბოლოს დამატებული სტატიები

საქართველოში თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავი აღნიშნა.

თბილისში დიდი წარმატებით თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ფიფია: „ანტიქრისტეები“ დამარცხდებიან

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.