პუშკინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი საქართველოდან მოსკოვში მიემგზავრება

2024-09-01

რუსული ენის პედაგოგი კარინე არაკელიანი მთელი წლის განმავლობაში მრავალ საერთაშორისო ფორუმსა და კონკურსში მონაწილეობდა. კარინე საქართველოდან პუშკინის საერთაშორისო კონკურსის  ერთადერთი გამარჯვებული გახდა. მასწავლებელმა დაწერა ესე თემაზე „პუშკინი ჩვენი ყველაფერია. და რა? სჭირდება თუ არა ახალ თაობას რუსი გენიოსი?"

როგორც ტელეგრამ არხი "Аргументы и факты - Тбилиси" ("არგუმენტები და ფაქტები - თბილისი") იტყობინება, პუშკინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული საქართველოდან მოსკოვში მიემგზავრება. 4 სექტემბერს გამარჯვებულები სხვადასხვა ქვეყნიდან მოსკოვში ჩავლენ, სადაც მათ მდიდარი პროგრამა ელოდებათ. მასწავლებლები "როსიისკაია გაზეტა"-ს ("Российская газета") რედაქციას ეწვევიან. კონკურსის ლაურეატების მოსკოვში ყოფნის პროგრამაში ასევე შედის პუშკინისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა, რომელიც "РГ"-ში გაომართება, ექსკურსიები წითელი მოედნისა და ზარიადიეს პარკის გარშემო და თეატრის მონახულება. წელს ჟიურიმ 50 გამარჯვებული 21 ქვეყნის წარმომადგენელის 250 ნამუშევრიდან გამოავლინა.

ბოლოს დამატებული სტატიები

თურქმენეთის ელჩის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან

თბილისში პუშკინისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

IV Открытый творческий конкурс «Архитектура дипломатии»

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.