მაგთიმგულის ფრაგის 300 წლის იუბილე
თბილისში, გამოჩენილი თურქმენი პოეტისა და მოაზროვნის მახთუმკული ფრაგის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში, გალერეა „ახუნდოვის სახლმა“ წარმატებით უმასპინძლა თურქმენეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენას „მახთუმკული ფრაგის 300 წლის იუბილე: ხედი საქართველოდან“.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, საქართველოს სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები, პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, სამეცნიერო ინტელიგენციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყოთურქმენი მხატვრების 50 ნამუშევარი, რომლებიც ასახავს ცნობილ მოვლენებს მახთუმკულის ცხოვრებიდან. ნახატების გამოფენა თურქმენული ეროვნული მუსიკის ფონზე გაიმართა. თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დოვლეთმირატ სეითმამედოვმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მსოფლიო საზოგადოების უფრო ფართო გაცნობას მაგთიმგულ ფრაგის მოღვაწეობის, მოძმე ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.