სკანდალური კანონპროექტი და არეულობა საქართველოს დედაქალაქში

2024-04-30

თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტთან, სპეცრაზმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს, მოერიდონ მოვლენების ხელოვნურ ესკალაციას, ხელი არ შეუშალონ დეპუტატებსა და პარლამენტის თანამშრომლებს პარლამენტის შენობის დატოვებაში, სადაც პლენარულ სხდომაზე საკამათო კანონპროექტი განიხილებოდა. მოგვიანებით სპეცრაზმმა ტერიტორია დაატოვებინა დემონსტრანტებს, რომლებიც გზად უშიშროების ძალებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, იმ დროს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაფრთხილება გასცა და შემდგომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და არ არსებობდა მისი შეჩერებისა და ძალის გამოყენების საფუძველი. საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ამ დროისთვის დახმარება 20 მოქალაქეს გაუწიეს. 

Photo: GeorgiaPress

https://t.me/aiftbilisi

ბოლოს დამატებული სტატიები

მახთუმყული ფრაგის ლექსების კრებულის პრეზენტაცია

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეს მიაღწია

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.