ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისკენ
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, მამუკა ხაბარელი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, ემზარ ზენაიშვილი, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვოლკანოვს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა სტუმარს ფესტივალის ფარგლებში შესრულებული სამუშაო და სამომავლო გეგმები გააცნეს.
საუბარი ასევე ზამთრის სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც შეეხო.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის შეგახსენებთ, რომ ამასწინად სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ: სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, კომისიის ხელმძღვანელი ლინი ჰალდორსდოტირი, კომისიის თავმჯდომარე ფლორინ მისკა, საკოორდინაციო კომისიის წევრები მერლე კალიურანდი, როჯერ შნეგი. ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს საშეჯიბრო ადგილები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, სადაც დაესწრნენ ჰიმნის და თილისმა ,,გუნდას'' გაცნობის ღონისძიებას.
Photo: EYOF Bakuriani 2025