იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე

2024-04-23

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ტექნოპარკში აღინიშნა იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა.

ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა ინსტიტუციის, აკადემიური და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო 'ანტუონომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ გახსნეს. CERN-ის წარმომადგენლის, ბოსტონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ტიციანო კამპორეზისა და Axel - Georgian Business Angel Network-ის დირექტორის, ირინა ცაგარეიშვილის პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა ორი ქართველი ინოვატორის დაჯილდოება, რომლებმაც სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში ქართველი ინოვატორების გამოცდილების გამდიდრებისა და იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამართულ კონკურსში "STEM Study Visits to Italy" გაიმარჯვეს.

ბოლოს დამატებული სტატიები

მახთუმყული ფრაგის ლექსების კრებულის პრეზენტაცია

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეს მიაღწია

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.