მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტებს აფინანსებს

2024-04-23

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაციას გაიმართა.

 თუ  ხართ ახალგაზრდა და გაქვთ ორიგინალური იდეები, მაგრამ არ გაქვთ ფინანსები, მაშინ დედაქალაქის მერია მზადაა მათ მხარი დაუჭიროს. გამოცდილების ნაკლებობა ასევე არ იქნება პრობლემა დაფინანსების მოპოვებაში. მაგალითად, სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ Fantasmagoria- თანადამფუძნებელი ელენე თავაძე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შეძლებდა საქართველოში ანიმაციური ფილმისელენა დარიანისგადაღებას, რომლის მსოფლიო პრემიერა უკვე ივნისში, საფრანგეთის ქალაქ ანს ანიმაციური ფილმების ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება.

ეს ჩვენი პირველი პროექტია და თავიდან არ გვქონდა იმედი, რომ შევძლებდით მის განხორციელებას, რადგან ეს მიმართულება ქვეყანაში მიძინებული იყო. "ელენა დარია" 15 წუთიანი თოჯინური ანიმაციაა და ახლა სხვადასხვა ქვეყანაში შეძლებენ ჩვენი ნამუშევრის ნახვას...", - გვითხრა რეჟისორმა ელენე თავაძემ.

პრეზენტაციაზე საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალები,  მონაწილეობის პირობები და გასული წლების შედეგები გააცნო.

პროგრამაახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობა“ 2022 წელს  ამოქმედდა თბილისის მერიის ინიციატივით და ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასაამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნეს მოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთის მხრივ სოციალური მიზანი, მეორეს მხრივ ეკონომიკური მიზანი, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროგრამის შესახებ

v პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სოციალური მეწარმეობის პროექტების ფინანსურ  მხარდაჭერას. 

v ბიზნეს  მოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რომლებსაც აქვთ ერთის მხრივ სოციალური   მიზანი, მეორეს   მხრივ ეკონომიკური მიზანი და  ემსახურება შემოსავლის მიღებასა   და ახალგაზრდების  სოციალურ-ეკონომიკურ   გაძლიერებას.

v პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც პროდუქციის,  ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა,  რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და  ძირითადი მომხმარებლები ასევე  ახალგაზრდები იქნებიან.

v დაფინანსდება ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი  სოციალური მისიის მქონე   მცირე ზომის  საწარმოები,  ლაბები,   შემოქმედებითი სტუდიები, სახელოსნოები, ჰოსტელები,  კაფე-ბარები,  სასწავლო  ცენტრები,   გასართობ-სარეკრეაციო  ცენტრები  და  ..

v პროგრამის განმახორციელებელია კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური  

მიზნები

v ახალგაზრდების სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების  ხელშეწყობა

v სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი  იდეების რეალიზება

v ახალგაზრდებზე  ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერა

ახალგაზრდული ჯგუფების და ახალგაზრდული ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება

         ვის  დავაფინანსებთ  და  რამდენით?

        დაფინანსდება ახალგაზრდობის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო-არაკომერციული  იურიდიული  პირები, რომლებიც  წარმოადგენენ იდეას და პროექტს სოციალური საწარმოს შექმნისა და განვითარების შესახებ.

        დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი ერთი პროექტის ფარგლებში: 50,000 ლარი

        პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ბიზნესისთვის  საჭირო დანადგარების, ტექნიკის, მატერიალური-ტექნიკური საშუალებების და მასალების შეძენა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო  სხვადასხვა   სერვისები და  საოპერაციო ხარჯები.

        ბიუჯეტის  არანაკლებ 70% ხარჯი   უნდა იყოს ძირითადი საშუალებები, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები და მასალები, დანარჩენი შესაძლებელია იყოს სხვა საოპერაციო  ხარჯები, სერვისები, მარკეტინგული ხარჯი, შრომის ანაზღაურება და ა.შ.

        გამარჯვებულმა  პროექტის  გუნდმა უნდა წარმოადგინოს  არანაკლებ 10% თანადაფინანსება, შესაძლებელია იყოს მატერიალურ-ტექნიკური ან/და ფინანსური.

        ხელშეკრულებაში ჩაიდება მინიმუმ 1-წლიანი მონიტორინგის უფლება თბილისის   მერიის მხრიდან, პროექტის შეუსაბამოდ განხორციელების შემთხვევაში შეძენილი ინვენტარის და ქონების დაბრუნების უფლებით. 

მიმართულებები

არაფორმალური განათლება, მასობრივი სპორტი, კულტურა, ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიები, არქიტექტურა, დიზაინი, გართობა და რეკრეაცია, წარმოება, მომსახურება, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ეკოტრანსპორტი, ტურიზმი, აუდიო-ვიზუალური და ვიზუალური ხელოვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ვეტერინარია.

აუცილებელი მოთხოვნები

v დაფინანსების მიმღებია ახალგაზრდული პროფილის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც წესდებაში (დებულებაში) მითითებული აქვს ახალგაზრდობის, ან/და სოციალური მეწარმეობის  მიმართულებით საქმიანობა.

v დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის სოციალური საწარმო უნდა ფუნქციონირებდეს (პროექტი განხორციელედეს) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და წარმოდგენილი პროექტი უნდა განახორციელოს დაფინანსებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში.

v პროექტის   განხორციელებაში   უნდა   დასაქმდნენ  სხვადასხვა სოციალური  ჯგუფების წარმომადგენელი    ახალგაზრდები (შშმ სტატუსის მქონე, სოც. დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, იძულებით გადაადგილებული ან/და მარჩენალ დაკარგულები, ომის ვეტერანების ოჯახის წევრები)   და  სერვისები  ორიენტირებული უნდა იყოს  ძირითადად ახალგაზრდულ სეგმენტზე.  

განხორციელების  გეგმა

v სოციალური მეწარმეობის პროექტების მისაღებად კონკურსის გამოცხადება და საპროექტო განაცხადების მიღება:  24 აპრილი - 15 მაისი;

v წარმოადგენილი დოკუმენტაციის ტექნიკური გადარჩევა: 16 მაისი -  1 ივნისი;

v კომისიის მიერ პროექტების განხილვა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენა: 25 ივნისის ჩათვლით;

v გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულება გაფორმდება და დაფინანსება განხორციელდება 30 ივნისის ჩათვლით;

პროექტების დაწყების თარიღი უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის 1 ივლისისა.

რა  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ და სად?

        განცხადება  დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე

        სრულყოფილად შევსებული და  ხელმოწერილი   საპროექტო  განაცხადის ფორმა

        ა(ა)იპ-ის  წესდება (რეესტრის დამოწმებული)

        CV-ები პროექტის განმახორციელებელი პირების

        ამონაწერი  რეესტრიდან

        ცნობა რომ სახელმწიფოს წინაშე  არ  აქვთ  დავალიანება და  ორგანიზაციის ანგარიშებს არ ადევს  ყადაღა.

        ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები

        მატერიალურ ტექნიკური  ან/და ფინანსური თანამონაწილეობა პროექტის ღირებულების  არანაკლებ 10%  ოდენობით 

            (ხელშეკრულების  გაფორმების ეტაპზე).

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია (მის: შარტავას ქუჩა N7) , რაიონული გამგეობების

სერვის  ცენტრები ან/და ელექტრონულად ms.gov.ge.

ბოლოს დამატებული სტატიები

მახთუმყული ფრაგის ლექსების კრებულის პრეზენტაცია

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეს მიაღწია

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.