იტალიური დიზაინის დღე
თბილისში დიდი წარმატებით აღნიშნეს იტალიური დიზაინის დღე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება, რომლის მიზანია ქართულ საზოგადოებაში იტალიური დიზაინის წარმოჩინება და მისი თავისებურებების შესახებ ცნობადობის ამაღლება, გახსნეს იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის ხელმძღვანელმა და არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური ჟურნალი “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის რედაქტორმა ლენა კილაძემ.
წარმოდგენილი იყო ორი ციფრული გამოფენა: “Domus Georgia”-ს მიერ მომზადებული ექსპოზიცია “Crafting Sustainable Future-Italian Design from Tradition to Innovation” და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით შექმნილი საექსპოზიციო პროექტი “100 იტალიური ლარნაკი”, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შექმნილი იტალიური ლარნაკების საილუსტრაციო რეპროდუქციებს მოიცავს.
თბილისის არქიტექტურული კვირეულის (TAW) დამფუძნებლის, მარიამ ბოჭორიშვილის პრეზენტაციის “Italian Experience through TAW” შემდეგ გაიმართა ფუქსასის არქიტექტურული ბიუროს წამყვანი არქიტექტორის, ჯოვანი პოდესტას ლექცია “ურბანული (რე)გენერაცია: ფუქსასის პროექტები”.
ღონისძიება გაგრძელდა მარანგონის ინსტიტუტის პროფ. კარლოს როდრიგესის პრეზენტაციით “The Animism and Transhumanism Dichotomy” და დასრულდება ინსტიტუტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულ ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მოდისა და დიზაინის კურსებზე მარანგონის ინსტიტუტში, რომელიც ამ დარგებში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური უმაღლესი სასწავლებელია.
Photo: www.facebook.com/AmbasciataTbilisi GeorgiaPress