ბელარუსის ელჩი საქართველოში „ბელარუსული სახლის“ მაღაზიის გახსნას დაესწრო
ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ნიკოლაი რაჰაშჩუკმა, ბელარუსის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ რუსი, დაესწრო ბელარუსული კვების პროდუქტების მაღაზიათა ქსელის „ბელორუსული სახლის“ გახსნას თბილისში. ახალი მაღაზია მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ნესტან-დარეჯანის ქ. 36.
ბელარუსის საელჩოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მაღაზიის ბელარუსული სასურსათო პროდუქტების ასორტიმენტის პრეზენტაცია. „ბელორუსული სახლის“ ახალი მაღაზიის გახსნა ხელს უწყობს ბელარუსული პროდუქციის გაფართოებას საქართველოს ბაზარზე, ბელარუსსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას და ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კონტაქტების განმტკიცებას.
ბელარუსულმა მხარემ აღნიშნა საგარეო ბაზრებზე მაღალი ხარისხის ბელარუსული პროდუქციის პოპულარიზაციისა და საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო სავაჭრო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა.