ბათუმში თურქმენეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

2026-10-22

2026 წლის 22 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვსა და საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის.

შეხვედრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის ივლისში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოს სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები პოლიტიკურ-დიპლომატიურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა არსებული სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალის სრულად ათვისებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების სურვილი და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ კონსტრუქციული დიალოგი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

ბოლოს დამატებული სტატიები

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ბათუმში თურქმენეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

გამოფენა „ერვანდ ქოჩარი: მრავალგანზომილებიანი გენიოსი“ თბილისში

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.