განათლებისა და მეცნიერების საკითხებში საქართველო-თურქმენეთის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

2026-09-03

საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილე აზათ ატაევი ხელმძღვანელობდნენ.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებასა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და აკადემიური კავშირების გაძლიერებაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო შეხვედრებზე განსახილველი ძირითადი მიმართულებები განსაზღვრეს და შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ.

სამუშაო ჯგუფის ფორმატი მხარეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ, თანამშრომლობის ახალი მიმართულებები ერთობლივად განსაზღვრონ და იმსჯელონ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

ქართველი პოეტის ძეგლი კულტურულ პარკ-კომპლექსში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების გამოჩენილ მოღვაწეთა მემორიალთა შორის მდებარეობს.

შოთა რუსთაველის ძეგლი აშხაბადში 2024 წელს, თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, დაიდგა.

ბოლოს დამატებული სტატიები

განათლებისა და მეცნიერების საკითხებში საქართველო-თურქმენეთის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

ყაზახეთი - ევრაზიის დამაკავშირებელი რგოლი

გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.