გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში

2026-09-02

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში, სადაც უახლეს სასწავლო ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, რომელმაც უმაღლესი განათლებისა და უნივერსიტეტების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ცერემონიის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძეს კოლეგა მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტებისა და თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის პარტნიორობის საკითხები განიხილეს. 

მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისადა ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.

 

ბოლოს დამატებული სტატიები

ბელარუსის ელჩი საქართველოში „ბელარუსული სახლის“ მაღაზიის გახსნას დაესწრო

მსოფლიო ბანკის ჯგუფის რეგიონული ფორუმი "შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი"

მასშტაბი გასაოცარია: ეკატერინბურგის ახალგაზრდული ფესტივალის ქართველი მონაწილეები

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.