პირველი ეროვნული Med Law კონგრესი წარმატებით ჩატარდა

2026-04-07

კონგრესმა გააერთიანა ესთეტიკური მედიცინის, სამართლებრივი რეგულაციების, საგადასახადო გარემოსა და კლინიკური პრაქტიკის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემები.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას სფეროს სხვადასხვა მიმართულებით.

"კონგრესი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ესთეტიკური მედიცინის სფეროში სამართლებრივი ცნობიერებისა და პროფესიული სტანდარტების განვითარების მიმართულებით.

მედლავ კონგრესის საორგანიზაციო ხელმძღვანელმა მაკო ესელიძემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე წარდგნენ დარგის წამყვანი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპიკერები, რომლებმაც განიხილეს აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: სამეწარმეო და შრომითი სამართალი, ფორმალური და არაფორმალური განათლება, საგადასახადო სამართალი და საგადასახადო რისკები, საბაჟო რეგულაციები, პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები, ლიცენზირებისა და ნებართვების საკითხები, შრომითი უსაფრთხოება და უსაფრთხო სამედიცინო პრაქტიკა. 

"კონგრესმა შექმნა სივრცე პროფესიული დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ერთიანი ხედვის ფორმირებისთვის. დიდი მადლობა თითოეულ სპიკერს, მონაწილესა და პარტნიორს ამ მნიშვნელოვანი პროცესის თანამონაწილეობისთვის", - ამბობს მაკო ესელიძე. 

 

#medlaw #euaesthetic

ბოლოს დამატებული სტატიები

თურქმენი მუსიკოსები სცენაზე წინანდალის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართული კონცერტის წარმატება

განათლებისა და მეცნიერების საკითხებში საქართველო-თურქმენეთის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.