პირველი ეროვნული Med Law კონგრესი წარმატებით ჩატარდა
კონგრესმა გააერთიანა ესთეტიკური მედიცინის, სამართლებრივი რეგულაციების, საგადასახადო გარემოსა და კლინიკური პრაქტიკის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემები.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას სფეროს სხვადასხვა მიმართულებით.
"კონგრესი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ესთეტიკური მედიცინის სფეროში სამართლებრივი ცნობიერებისა და პროფესიული სტანდარტების განვითარების მიმართულებით.
მედლავ კონგრესის საორგანიზაციო ხელმძღვანელმა მაკო ესელიძემ აღნიშნა, რომ
ღონისძიებაზე წარდგნენ დარგის წამყვანი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპიკერები, რომლებმაც განიხილეს აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: სამეწარმეო და შრომითი სამართალი, ფორმალური და არაფორმალური განათლება, საგადასახადო სამართალი და საგადასახადო რისკები, საბაჟო რეგულაციები, პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები, ლიცენზირებისა და ნებართვების საკითხები, შრომითი უსაფრთხოება და უსაფრთხო სამედიცინო პრაქტიკა.
"კონგრესმა შექმნა სივრცე პროფესიული დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ერთიანი ხედვის ფორმირებისთვის. დიდი მადლობა თითოეულ სპიკერს, მონაწილესა და პარტნიორს ამ მნიშვნელოვანი პროცესის თანამონაწილეობისთვის", - ამბობს მაკო ესელიძე.
#medlaw #euaesthetic