ყაზახეთის ხალხის ასამბლეის წლისთავი არის მშვიდობის ტრიუმფი

2025-04-24

ასტანაში ყაზახეთის ხალხის ასამბლეის 34-ე სესია სახელმწიფოს მეთაურის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თავმჯდომარეობით იმართება.

 სესიას ქვეყნის მრავალრიცხოვანი ეთნიკური თემის ათასობით წარმომადგენელი ესწრება.

ყაზახეთის ხალხის ასამბლეამ, რომელიც 1995 წლის 1 მარტს დაარსდა, 30 წლის იუბილე აღნიშნა. ქვეყნის პრეზიდენტმა ტოკაევმა მილოცვები ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებისგან მიიღო, მათ შორის იუნესკოს გენერალური მდივნისგან. 

სტაბილურობისა და მშვიდობის მაუწყებელი ორგანიზაციის საიუბილეო თარიღის ფარგლებში დაგეგმილია 150-ზე მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება.

ამ დღეებში ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დანიშნა ყაზახეთის სახალხო ასამბლეის თავმჯდომარის ორი ახალი მოადგილე - დიმიტრი ოსტანკოვიჩი და რასულ ახმეტოვი.

„GeorgiaPress“-თან ინტერვიუში დიმიტრი ოსტანკოვიჩმა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „ბელარუსის კულტურის ცენტრი „რადიმა“-ს, აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება.

„ყაზახეთის ხალხის ასამბლეის იუბილე არ არის მხოლოდ  მოვლენა, არამედ მშვიდობის, მეგობრობისა და შემოქმედების ტრიუმფია. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ მშვიდობიან და ტოლერანტულ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში 60 ათასი ბელორუსი, ასტანაში კი დაახლოებით 5 ათასი ბელორუსი ცხოვრობს".

ბოლოს დამატებული სტატიები

ყაზახეთის ხალხის ასამბლეის წლისთავი არის მშვიდობის ტრიუმფი

ყაზახეთის ხალხის ასამბლეის 30 წლისთავი მნიშვნელოვანი ეტაპია ერთიანობისა და თანხმობის პოლიტიკაში.

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ტოკიოში მაღალი დონის მოლაპარაკებები და შეხვედრები გამართა

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.