თბილისში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი და ასევე თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავი მიძღვნილი ბრიფინგი გაიმართა

2025-04-10

საქართველოში თურქმენეთის საელჩოში გაიმართა ბრიფინგი ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს, ასევე თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს მიეძღვნა.

ბრიფინგს ესწრებოდნენ პირველი არხის, ტელეკომპანია ობიექტივის, ბიზნეს გამოცემის The Georgian Business Week-ის, მედია ჰოლდინგი Europe 24-ის, ორგანიზაცია GeorgiaPress-ის, საინფორმაციო სააგენტოს News Day Georgia, Geoecohub-ის, გაზეთების "რეზონანსი" , "მრავალენოვანი საქართველო", "Свободная Грузия", "Комсомольская правда" ჟურნალისტები და ანალიტიკური ცენტრის Geocase წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დ. სეითმამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთის კონსტრუქციული საგარეო პოლიტიკა და პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვის მიერ წამოყენებული შემოქმედებითი ინიციატივები ფართო მხარდაჭერას იძენს მსოფლიო არენაზე. ამას ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2024 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუცია „2025 - მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელი“, ხოლო 2025 წლის 21 მარტს რეზოლუცია „თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტი“. ელჩმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნეიტრალურ თურქმენეთს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პლანეტაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ურთიერთგაგების, მეგობრული და სანდო ურთიერთობების განმტკიცებაში, სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

ბრიფინგზე ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი.კობახიძის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები გადამწყვეტ როლს თამაშობს თურქმენეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.

ელჩმა მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია თურქმენეთსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების შესახებ, რომელიც მიეძღვნება „მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს“, ასევე თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს.

ბრიფინგის დასასრულს მონაწილეებს აჩვენეს ნეიტრალიტეტისადმი მიძღვნილი ვიდეო.

ბოლოს დამატებული სტატიები

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ტოკიოში მაღალი დონის მოლაპარაკებები და შეხვედრები გამართა

თურქმენეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო EXPO-2025-ზე თურქმენეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

თბილისში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი და ასევე თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავი მიძღვნილი ბრიფინგი გაიმართა

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.