სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეს მიაღწია

2024-09-25

თბილისში სომხეთის საელჩომ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავი აღნიშნა. 

სასტუმრო Sheraton-ში გამართულ ღონისძიებას პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი, საქართველოს მთავრობის. საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მიღებაზე ასევე იმყოფებოდა დელეგაცია სომხეთის ეროვნული კრების მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით.

1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთის მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის დაბადება.  სომეხი ხალხის ათასწლეულების ისტორიაში ახალი - დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ფურცელი დაიწყო.

თავის გამოსვლისასს სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა აღნიშნა:

„დამოუკიდებლობის მოპოვება ასევე იყო ჩვენი ხალხის აღორძინების სიმბოლო, იმ ხალხის, რომლის წინააღმდეგაც XX საუკუნის დასაწყისში ჩაიდინეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული - გენოციდი. დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ნებისმიერი ხალხის თვითგამოხატვის უმაღლესი ფორმაა და ხშირად, ის მრავალი განსაცდელისა და ტანჯვის ფასად მოდის. ეს ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთის რესპუბლიკას მოუხდა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისებისა და ომების წინაშე დადგომა“.

ელჩმა ისაუბრა ასევე იმაზე, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომეხ ხალხს  რთული გზის გამოვლა მოუწია: "იძულებითი ომები, ბლოკად, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისები, რომელთა დაძლევაც ჩვენ თვითონ მოგვიწია, რადგან სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარებადი ეკონომიკის საფუძვლის ჩაყრა არ შეიძლება ჩამოყალიბდეს სწრაფად და დაბრკოლებების გარეშე".

როგორც აშოტ სმბატიანმა აღნიშნა, 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო 44-დღიანი ომი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ, ჰელსინკის დასკვნითი აქტის ფუნდამენტური პრინციპის - ძალის გამოყენების ან ძალის მუქარის დაუშვებლობის უგულებელყოფით. როგორც ომმა, ასევე შემდგომმა 2021, 2022 და 2023 წლების აგრესიებმა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 100 ათასზე მეტი სომეხი იძულებული გახდა დაეტოვებინა ისტორიული სამშობლო, მთიანი ყარაბაღი და 2023 წლის სექტემბერში ისინი იძულებით გადასახლდნენ სომხეთში.

 ელჩმა ისაუბრა ასევე სომხეთის  მიღწევებზე და მომავლის ხედვაზე.

რთულ პირობებში, თავისი შრომისმოყვარე და შემოქმედი ხალხის წყალობით, სომხეთმა შეძლო სტაბილური ეკონომიკური ზრდის დაფიქსირება და მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემოს შექმნა. თავისი შეზღუდული შესაძლებლობებით სომხეთმა არა მხოლოდ მიიღო და თავშესაფარი მისცა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ 100 000-ზე მეტ თანამემამულეს, არამედ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ახლაც ახორციელებს მათთვის სოციალურ უზრუნველყოფის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და დასაქმებასთან დაკავშირებულ უამრავ პროგრამას.

სომხეთის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მიღებული აქვს მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის დღის წესრიგი მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე დაინტერესებულია რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვითა და ამოქმედებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველად აქ, თბილისში, წარადგინა პროექტი მშვიდობის გზაჯვარედინზე, რომელიც გულისხმობს რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვას, ადრე არსებული რკინიგზებისა და გზების რეკონსტრუქციას და ხელახლა ამოქმედებას, ასევე ახლების მშენებლობას.  

სომხეთმა ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადადგა თურქეთთან ურთიერთობის დამყარებისა და საზღვრის გახსნის მიმართულებით. ხელახლა აშენდა და გარემონტდა სომხეთ-თურქეთის მარგარას სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ინფრასტრუქტურა, სომხეთის რესპუბლიკა ელოდება თურქეთთან უკვე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას. ასევე ჩვენ მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციისა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით. შეთანხმების უდიდესი ნაწილი უკვე შეთანხმებულია და სომხეთი მზადაა, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი ამ შეთანხმებას. თუმცა, სამწუხაროდ, მეორე მხარე ხელოვნურად აყოვნებს ამ პროცესს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიმართულებით და ამ კუთხით ასევე ველით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას".

ელჩმა მადლობა გადაუხადსაქართველოს მთავრობას სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საშუამავლო ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ ნაწილს, რომელიც ძირითადი დოკუმენტის 80 პროცენტზე მეტს შეადგენს.

გამოსვლის დროს აშოტ სმბატიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთის მთავრობა განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს მოძმე საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობას. მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგან სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და სტრატეგიულ დონეს მიაღწია. 2024 წელს 26 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის დროს, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს „სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას. 2024 წლი მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთს ეწვია, რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს ეწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ივლისსა და სექტემბერში გაიმართა ორი ქვეყნის პარლამენტებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების ორმხრივი ვიზიტები.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ორ ქვეყანას შორის დინამიურად განვითარებად ურთიერთობებს, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მჭიდრო ურთიერთობებს, პარლამენტებს შორის აქტიურ დიალოგს და სხვადასხვა დონეზე განვითარებად ურთიერთობებს. საქართველო სომხეთისთვის არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. ივლისსა და სექტემბერში ასევე გაიმართა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრების ურთიერთვიზიტები. 2023-2024 წწ. სომხეთი საქართველოს მე-5 სავაჭრო პარტნიორია, სომხეთი კი მე-4 ადგილზეა საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტით. აქტიურად განვითარდა როგორც კულტურული, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, სოციალური და ჰუმანიტარული კავშირები, ასევე ტურიზმი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს სფერო, რომლის მიმართულებითაც დღეს სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არ იყოს, ან, სულ მცირე, გათვალისწინებული არ იყოს თანამშრომლობის დამყარება. თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, ჩვენს ხალხებს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მჭიდრო კავშირები, რომლის სხვადასხვა წერტილში ჩვენ თითქმის ერთმანეთში ვართ გადახლართული. ისტორიის მანძილზე არაერთხელ ყოფილა, როცა სომეხი და ქართველი ხალხები ერთად იბრძოდნენ თავიანთი ეროვნული თვითმყოფადობისა და ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად. უძველეს სომეხ და ქართველ ხალხებს თავიანთი განსაკუთრებული ღვაწლი და წვლილი მიუძღვით მსოფლიო ისტორიასა და კულტურაში. ამ კონტექსტში ასევე მინდა აღვნიშნო სომხური და ქართული ქრისტიანული დაძმობილებული ეკლესიების როლი ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების მეგობრობაში, ისევე როგორც საქართველოს სომხური თემი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, და თავისებურად წარმოადგენს ჩვენ ქვეყნებს დამაკავშირებელ რგოლს.

დამოუკიდებლობის შემდეგ სომხეთში გაიზარდა ახალი - ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე თაობა, რომელიც განსხვავებული მენტალიტეტისა და ღირებულებების მატარებელია, რომელიც აშოტ აზრით, არის სომხეთის შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობის მთავარი საწინდარი, ქვეყნისა და ხალხის პერსპექტიული მომავლის გარანტი.

ბოლოს დამატებული სტატიები

მახთუმყული ფრაგის ლექსების კრებულის პრეზენტაცია

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეს მიაღწია

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.