WinExpo Georgia 2024
თბილისმა WinExpo Georgia-ს უმასპინძლა
ტრადიციულად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა ЕxpoGeorgia-ში გაიმართა, სადაც ასევე ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი Georgia Wine Award. ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 200-მდე ღვინო შეაფასა.
ოქროს მედალი 21-მა ღვინომ დაიმსახურა, მათგან 6-მა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო, „ტროფი“ მიიღო. ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში, 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში.
WinExpo Georgia — საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადებისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.
ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და კონკურსის ჟიურის წევრებმა გადასცეს.
გამოფენაზე ღვინის მოყვარულებმა დააგემოვნეს ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდნენ მეღვინეებს,
WinExpo Georgia 2024-ის მხარდამჭერები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.