თურქმენეთის ელჩი საქართველოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
2024 წლის 4 ივნისს გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დ.სეიტმამედოვსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს გ.ამილახვარს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების არსებული მდგომარეობა და შემდგომი პერსპექტივები.
ასევე განიხილეს თურქმენეთსა და საქართველოში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონფერენციებში, სემინარებსა და სხვა ღონისძიებებში ერთობლივი პროექტების, პროგრამების მომზადების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობის საკითხები, ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმების საკითხები.
გ.ამილახვარმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფერო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სფეროში კონტაქტები აძლიერებს ორი ქვეყნის ხალხთა მეგობრობას და ურთიერთგაგების ერთ-ერთ მთავარ საშუალებაად იქცა.