ლარისა აგაბალაევა: "სინდისის მიხედვით ცხოვრება გამოცდაა"

2024-05-29

ადამიანის დანიშნულება არის მიზანი, რომელიც სიცოცხლეს დედამიწაზე აზრს ანიჭებს, რათა იმოქმედოს, მოუსმინოს და დაემორჩილოს სინდისის ხმას, ამბობს უფლებადამცველი და საზოგადო მოღვაწე ლარისა აგაბალაევა. არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, რადგან მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება მიუძღვნა ხალხის დახმარებას, 30 წლის მანძილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობს. მისთვის რთულ მომენტებშიც კი, იგი წარმატებით და ხშირად უსასყიდლოდ იცავდა სასამართლოში ადამიანის უფლებებს, მათ შორის რუსულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლების.
ლარისა აგაბალაევა სამართლიანად ითვლება  რუსულ დიასპორაში გამჭვირვალობის მხრივ ერთ-ერთ ლიდერად და ასევე აღინიშნება მისი როლი რუს თანამემამულეთა ორგანიზაციათა საბჭოს საქმიანობის ორგანიზებაში. რამდენიმე წლის წინ ქართულ მედიასთან ინტერვიუში ადვოკატმა, КСОРСГ-ის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მარინა ბაბუნაშვილმა აღნიშნა, რომ ლარისა აგაბალაევა იყო პირველი,  რომელიც თავისი ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ფინანსურ ანგარიშს წარადგენდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ლარისა აგაბალაევა, რომელიც რეგიონალურ უფლებადამცველ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, დათანხმდა ჩვენთან ინტერვიუს ჩაწერაზე.
- დავიბადე სამხედროების ოჯახში, ქალაქ მიხა ცხაკაიაში,  ანუ სენაკში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის სურვილმა მაინც სძლია და მოგვიანებით სწავლის შეწყვეტა მომიწია, რათა სამშობლოში დავბრუნებულიყავი და ოცნება ამესრულებინა. მოხდა ისე, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლამდე გავხდი სამხედრო მოსამსახურე, მიხა ცხაკაიაში მდებარე 176-ე საავიაციო მოიერიშე პოლკის მესამე საავიაციო ასეულის საქმეთამმართველად ვმსახურობდი. პოლკის მეთაური პირველი კლასის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი გენადი ტორბოვი იყო.
- რას საქმიანობდით?
- ესკადრილიისთვის  ყველა საფრენოსნო დოკუმენტაციას ვაწარმოებდი.  ასევე საჭირო იყო ფრენების დაგეგმვის ცხრილების შედგენა. ფრენები კვირაში 3-4 ჯერ ორ ცვლაში ხდებოდა. სამუშაო მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მახსოვს, სამსახურში ყოველთვის სიხარულით მივდიოდი, რადგან მფრინავები განათლებული, ინტელექტუალური პიროვნებები იყვნენ. განსაკუთრებით ხელმძღვანელობა. არაფრენის დღეებში ვსაუბრობდით ფილოსოფიაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, სპორტზე და  ადამიანის დანიშნულებაზე. ძალიან მეგობრული გუნდი იყო. ესკადრილიის ოფიცრები ერთმანეთს გვერდში ედგნენ. თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი, რადგან ბევრი რამ ვისწავლე, დავიწყე კრიტიკული აზროვნება, საკუთარ თავში არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი თვისებებსა ვეძებდი...
ჩემი მრავალმხრივი განვითარება შემდგომში გამომადგა, როდესაც ჩავაბარე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტზე (სამართალმცოდნეობის სპეციალობა). მახსოვს, ლექტორმა ზური ჩიტაიამ მითხრა: „საიდან ასეთი მრავალმხრივი ცოდნა?“ და მირჩია ადვოკატის პროფესია ამერჩია.
- რომელ წლებში ცხოვრობდით სოხუმში, როგორ იხსენებთ ,ამ ქალაქს?
- 80-იანი წლების შუა წლებში უნივერსიტეტში ვსწავლობდი. პარალელურად ჩვენმა ოჯახმა მიიღო ბინა სოხუმში. ამ მზიან ქალაქში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ერთად ცხოვრობდნენ. ქართველი კოპალიანების ოჯახი და აფხაზი ბერულავას ოჯახი ერთ სართულზე ცხოვრობდნენ. ქვემოთ კი სომხები ცხოვრობდნენ. კომუნიკაციის ენა რუსული იყო. სოხუმში სწავლის დასრულება აფხაზეთში სამხედრო მოქმედებებს დაემთხვა. პარალელურად სამეგრელოში არეულობა იყო. სოხუმიდან 1992 წლის 1 აგვისტოს დავბრუნდი. სამოქალაქო ომმა სამეგრელოში 1992-93 წლებში (სამთავრობო ჯარებსა და ზვიადისტებს შორის) ძლიერ შეცვალა ბევრი ადამიანის ბედი, ჩვენი საცხოვრებელი ბინა ძლიერ დაზიანდა - ნახევარი კედელი და სახურავი არ ქონდა. ძნელი იყო ცხოვრება. მამაჩემი ინვალიდი გახდა ინსულტის შემდეგ. დედა მძიმედ დაავადდა. ამ პერიოდში მოსახლეობის თხოვნით აქტიურად ჩავერთე საზოგადოებრივ საქმიანობაში.
- ქვეყანა გზაჯვარედინზე იყო. შეძელით თუ არა ცვლილებების შეტანა, როცა პრაქტიკულად დამოუკიდებლად ასრულებდით სამუშაოს?
- ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 1996 წელს მთავრობამ გამოყო თანხები სამოქალაქო ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენისთვის. შევუერთდი კომისიას, რომელმაც დაადგინა მსხვერპლის რაოდენობა და შენობების ნგრევის ხარისხი. ჩემი მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე ფაქტების გაყალბება და დამატებები - დაზარალებულთა რიცხვის ზრდა. ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი პოზიციები, რათა დაზარალებულებს შორის დახმარება სამართლიანად გადაგვენაწილებინა. თუ რეალურად სენაკში 70 დაზარალებული იყო, მაშინ  მათი რიცხვი 1800-მდე გაიზარდა. მიუხედავად ხელმძღვანელობის დარწმუნებისა, დამეტოვებინა ყველაფერი ისე, როგორც იყო და დუმილის სანაცვლოდ მიმეღოთ ჯილდო, ჩემთვის სინდისთან გარიგების დადება მიუღებელუ იყო.  სინდისის მიხედვით ცხოვრება განსაცდელია. ალბათ, იმ პერიოდიდან დაიწყო ლიდერული თვისებების განვითარება. კარგად ვიცოდი ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, შევქმენი ორგანიზაცია მათი უფლებების დასაცავად. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს გაუჭირდათ სამუშაოს შოვნა, ხალხი ძალიან გაღარიბდა, სახელმწიფო ენის უცოდინრობა კი გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ  - სერგეი ჩერპაკოვის საქმეს, რომელიც დააკავეს იარაღის სავარაუდო უკანონო შენახვისთვის. ამ საქმის მოსაგებად და მისი ციხიდან გამოყვანისთვის ტიტანური შრომა გავატარე. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულმა ტელეარხებმაც გააშუქეს ეს საკითხი. იყო სხვა საქმეებიც, რომლებიც მოვიგე, მათ შორის უზენაეს სასამართლოში 1995 წელს...
 არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებთანაც სიხარულისა და მწუხარების გაზიარება მომიწია და რჩევისთვის ხშირად მივმართავდი. რთულ პერიოდში გულიკო ჭანტურია, მედიკო ცირგვავა, გული კირცხალია, მზია ბარკაია, ინეზა ბაღათურია მხარს მიჭერდნენ როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად. ნათელი ხსოვნა გული ჭანტურიას და გული კირცხალიას, რომელთა გარეშეც სენაკში არც ერთი გამარჯვების დღე არ აღენიშნებოდა. 

- 9 მაისს სენაკის მაცხოვრებლებმა თქვენი თაოსნობით რეგიონში სამხედრო სამარხი მოინახულეს.
- ჩემი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამარჯვების დღეს ყვავილებით შეამკეს მემორიალი, სადაც დაკრძალული არიან საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც მენჯის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ დიდი სამამულო ომის დროს. კურორტი მენჯი ცნობილია თავისი სამკურნალო წყლებით, რომლებიც მრავალი დაავადების განკურნებას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, მემორიალთან ცოტა ადამიანი მოდის. შეძლებისდაგვარად, მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წევრები მოდიან. ყოფილი ჯარისკაცი ვარ და ჩემი ოჯახის წევრებიც პოლკში მსახურობდნენ. მრავალი წელია ვცდილობ მივაქციო შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყურადღება და არა მხოლოდ მათი, აღდგენითი სამუშაოების საკითხზე. ამ სასაფლაოზე 50-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული სხვადასხვა რესპუბლიკიდან და, ალბათ, ვინმე წინაპრების საფლავს ეძებს. დაკრძალული ჯარისკაცების გვარებს გამოვაქვეყნებთ. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ მენჯში -სენაკის რაიონში ნათესავები სასაფლაოში არიან დაკრძალულები, დაგვუკავშირდბენ ჩვენ ორგანიზაციას.
- თქვენ მუშაობდით საზოგადოებასთან და სენაკის მერის მოადგილედ...
– მანამდე, 2002 წელს, აგრარულ ეკონომიკურ კოლეჯში იურიდიული დისციპლინების (სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული, გარემოსდაცვითი, ბიზნეს სამართალი) ვასწავლიდი, შემდეგ კერძო სკოლაში ვმუშაობდი. მერიაში მუშაობის პერიოდში აქტიური მოღცაწეობა იყო ყველა მიმართულებით. ქალაქის მაცხოვრებლები სხვადასხვა თხოვნით მომმართავდნენ მათი პრობლემების შესწავლისას, გამიჩნდა იდეა, შემექმნა ამხანაგობა, რათა პრობლენები დროულად და მოქალაქეებთან ერთად მოგვარებულიყო. მერს მოეწონა ჩემი წინადადება, სამწუხაროდ, ეს ინიციატივა არ განხორციელდა. მაგრამ ორი წლის შემდეგ ეს იდეა თბილისის მერმა განახორციელა.
ყველგან სრული თავდადებით ვმუშაობდი. თითოეულ ადამიანს აქვს ნიჭი, რომელიც ხშირად ვლინდება განსაცდელში და რამდენად წარმატებით გადავლახეთ, ადამიანმა შეიძლება შეაფასონ.

Менджи

ბოლოს დამატებული სტატიები

მახთუმყული ფრაგის ლექსების კრებულის პრეზენტაცია

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეს მიაღწია

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.