„საქართველოსა და სომხეთს აერთიანებს მეგობრობა, ფასეულობები და საერთო კულტურული ფესვები

2026-10-07

სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დღეები სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტით გაიხსნა - 

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დღეები სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტით გაიხსნა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავამ, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აშოტ სმბათიანმა.

„საქართველოსა და სომხეთს აერთიანებს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობა, ფასეულობები და საერთო კულტურული ფესვები. ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის არსებობდა მდიდარი კულტურული ურთიერთგაცვლა, განსაკუთრებით ხელოვნებისა და მუსიკის სფეროში. სწორედ ამ მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელებაა დღევანდელი ღონისძიებაც.

საქართველოს კულტურის სამინისტრო მზადაა, გააგრძელოს და გააღრმაოს პარტნიორობა სომხეთის შესაბამის უწყებებთან, მუსიკის, თეატრის, კინოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავამ სიტყვით გამოსვლის დროს.

კონცერტზე სომხეთის ეროვნულმა ფილარმონიულმა ორკესტრმა, სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის, ედუარდ თოფჩიანის ხელმძღვანელობითა და ვიოლონჩელისტ ნარეკ ჰახნაზარიანის მონაწილეობით, მსმენელს ზაქარია ფალიაშვილის, ანტონინ დვორჟაკისა და არამ ხაჩატურიანის ნაწარმოებები წარუდგინა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, სამინისტროს წარმომადგენლები, სომხეთის დელეგაციის წევრები, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ბოლოს დამატებული სტატიები

გამოფენა „ერვანდ ქოჩარი: მრავალგანზომილებიანი გენიოსი“ თბილისში

„საქართველოსა და სომხეთს აერთიანებს მეგობრობა, ფასეულობები და საერთო კულტურული ფესვები

სომხური კულტურის დღეები თბილისში ანშლაგით გაიხსნა

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.