საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა

2026-09-02

მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. 

ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ახალგაზრდებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ორმხრივი ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას, რაც ახალგაზრდული კავშირების გაფართოებას შეუწყობს ხელს. 

მხარეებმა, პარტნიორობის გაძლიერებისა და სხვადასხვა საკითხის სიღრმისეულად განხილვის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ ჯგუფის პირველი შეხვედრა თურქმენეთში მინისტრისა და მისი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. 

შეხვედრის დასასრულს ბატირ მამედოვმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თურქმენეთის განათლების მინისტრი ჯუმამირატ გურბანგელდიევი და საქართველოს ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.

ბოლოს დამატებული სტატიები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა

საქართველო საერთაშორისო პარაპლანით ფრენის ეპიცენტრი გახდება.

პუტინმა ტოკაევს ასტანაში „მომავლის თამაშების“ მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.