Med Law 2026 კონგრესი წარმატებით ჩატარდა

2026-04-09

Med Law 2026 კონგრესი წარმატებით ჩატარდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა ესთეტიკური მედიცინის სფეროში სამართლებრივი ცნობიერებისა და პროფესიული სტანდარტების განვითარების მიმართულებით.

კონგრესმა გააერთიანა მედიცინისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლები და შექმნა სივრცე პროფესიული დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ერთიანი ხედვის ფორმირებისთვის.

ღონისძიებაზე წარდგნენ დარგის წამყვანი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპიკერები, რომლებმაც განიხილეს აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

✔ სამეწარმეო და შრომითი სამართალი

✔ ფორმალური და არაფორმალური განათლება

✔ საგადასახადო სამართალი და საგადასახადო რისკები

✔ საბაჟო რეგულაციები

✔ პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები

✔ ლიცენზირებისა და ნებართვების საკითხები

✔ შრომითი უსაფრთხოება და უსაფრთხო სამედიცინო პრაქტიკა

🎤 სპიკერები

კონგრესში მონაწილეობდნენ სფეროს წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და რეალური ქეისები:

ეთერ სანაია — იურისტი, აუდიტორი, DBA(c), CEO of EAC

თემა: ფორმალური და არაფორმალური განათლება ესთეტიკურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში

ბექა ქანთარია — სამართლის დოქტორი, პროფესორი

თემა: განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება

ნიკოლოზ აბუთიძე — ადვოკატი, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი

თემა: სამეწარმეო და შრომითი სამართალი ესთეტიკურ მედიცინაში

დავით მამრიკიშვილი - ნექსიას მმართველი პარტნიორი

თემა : საგადასახადო რისკები - სამედიცინო კოსმეტოლოგიურ ბიზნესში

ანა დევდარიანი — იურისტი, ადვოკატი

თემა: პერსონალური მონაცემების დაცვა

ნინო ოგნაძე — მთავარი მებაჟე ოფიცერი

თემა: სამედიცინო-კოსმეტოლოგიური დანიშნულების პროდუქციის შემოტანის საბაჟო ფორმალობები

ლაშა კობერიძე — საგადასახადო ექსპერტი, Aptos-ის ფინანსური მენეჯერი

თემა: სამედიცინო საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო ესთეტიკურ მედიცინაში: პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და საგადასახადო კანონმდებლობა

თეა გორგოძე — შემოსავლების სამსახური

თემა: სამედიცინო-კოსმეტოლოგიური სფეროს საგადასახადო რეგულირება

ოთარ ჩოკოშვილი — საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი

თემა: ინფექციის პრევენცია და კონტროლი ესთეტიკურ მედიცინაში

მეგი საჯაია , კომუნიკაციის ექსპერტი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი . 

თემა : პაციენტთან ურთიერთობის სტანდარტებისა და კმაყოფილების სისტემური კვლევების მნიშვნელობა ესთეტიკურ მედიცინაში

საორგანიზაციო გუნდი:

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საორგანიზაციო ჯგუფმა:

ორგანიზატორი: ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი

მაია ესელიძე — პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ექიმი-კოსმეტოლოგი, ტრენერი

კობგრესის პარტნიორები და მხარდამჭერა

კონგრესის წარმატებით ჩატარება შესაძლებელი გახდა მხარდამჭერი პარტნიორებისა და სპონსორების დახმარებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ღონისძიების ორგანიზებასა და განვითარებაში.

"Med Law კონგრესი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს სამართლებრივი და პროფესიული სტანდარტების განვითარებას, უსაფრთხო პრაქტიკის დანერგვასა და დარგში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. დიდი მადლობა თითოეულ სპიკერს, მონაწილესა და პარტნიორს ამ მნიშვნელოვანი პროცესის თანამონაწილეობისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია",- აცხადებენ ორგანიზატორები. 

ბოლოს დამატებული სტატიები

Med Law 2026 კონგრესი წარმატებით ჩატარდა

პირველი ეროვნული Med Law კონგრესი წარმატებით ჩატარდა

თურქმენეთისა და საქართველოს მეცნიერებმა ეროვნული ხელნაწერების ერთობლივი კვლევა დაიწყეს.

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.