თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

2026-04-02

თურქმენეთის დელეგაციის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელს, ბატონ ნ. ათაგულევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ი. კობახიძეს შორის შეხვედრა გაიმართა.

ნ. ათაგულიევმა თურქმენეთის პრეზიდენტს, ბატონ სერდარ ბერდიმუჰამედოვს და თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერის, თურქმენეთის „ჰალკ მასლაჰატის“ თავმჯდომარის, ბატონ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის თბილი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცა. 

შეხვედრის დროს მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარების სტაბილური პროგრესი. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები წარმატებით თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატში, კერძოდ, გაეროს ფარგლებში.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების მთელი რიგი.

ბოლოს დამატებული სტატიები

პუტინმა ტოკაევს ასტანაში „მომავლის თამაშების“ მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა

ასტანაში "მომავლის თამაშები2026" დაიწყო.

ხსოვნის მატარებლის” საერთაშორისო პროექტის V სეზონი გმირ ქალაქ მინსკში დასრულდა

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.