გამოფენა "ჩემპიონი ქალები!"
ქართველი და ფრანგი ქალი სპორტსმენების ფოტო-გამოფენა საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა, ლერი ხაბელოვმა და რატი იონათამიშვილმა გახსნეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იმ ქართველ და ფრანგ ქალ სპორტსმენებს ფოტოები, რომლებმაც კვალი დატოვეს თავიანთ სპორტის სახეობებში და რომლებიც ამ ზაფხულს, პარიზში, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავს დაგვამახსოვრებენ. გამოფენა საფრანგეთისა და საქართველოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებთან თანამშრომლობით გაიხსნა. ღონისძიებას ესევე დაესწრნენ ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შერაზ გასრი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, ფრანგული სკოლის მოსწავლეები, სხვა მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენელები.
გამოფენა მოეწყო საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიის ღობეზე, ხაზინის ქუჩის 4-ში, ორბელიანის მოედანთან.